თავი 16

90 11 43
                                    

-გრეის, გაიღვიძე._მატეოს მყიფე ხმამ, ძილს წამიერად მომწყვიტა და ახალ დღესთან შეგებება ნაადრევად მაიძულა.

მოზრდილ დივანზე, მის გვერდით ჩაძინებულმა თვალები წვალებით გავახილე და ჩემ წინ დასკუპებულ სკოლის ფორმაში გამოწყობილ მატეოს ავხედე.

-რომელი საათია, სკოლაში  გვაგვიანდება?_ჩემ რეალობას დაბრუნებული დივანზე წვალებით წამოვჯექი და ინსტიქტურად იქით გავიხედე, სადაც ჩემ დაძინებამდე რიუ დავტოვე.

მის ადგილზე ამჯერად მხოლოდ ლამაზად დაკეცილი პლედი იდო, რაც იმას ნიშნადა, რომ ბატონი დანი კვლავ მის ჩარჩოებს დაბრუნებოდა.

-არა. მამამ წასვლამდე მითხრა, რომ გვიან მოიყვანე, ამიტომ დღეს ჩემ წაყვანას მის მძღოლს დაავალებს.  მითხრა გადმომეცა, რომ სახლში დაბრუნებულიყავი, გამოგეცვალა და მხოლოდ ჩემ წამოყვანაზე გეზრუნა.

პატარა დანმა მიღებული ინფორმაცია გამოცდილი მდივანივით ჩამიკაკლა და სკოლის ფორმა შეისწორა.

-რიუმ ამდენი რამ გითხრა?_უფროსი დანის ქმედებით გაოცებულმა წარბები მაღლა ავზიდე.

მიუხედავად იმისა რომ შუაღამით, მასთან გაზიარებული უეცარი გულწრფელი საუბარით ჯერ კიდევ გაოგნებული და დაბნეული ვიყავი, მაინც არ ველოდი, რომ გამოფხიზლებული რიუ შვილთან განსხვავებულად მოიქცეოდა.

-ვერც კი წარმოიდგენ გრეის. რომ გავიღვიძე დივანზე იჯდა და მიღიმოდა. როდესაც დამინახა მაშინვე ისევ გაბრაზებული სახე მიიღო და ფეხზე წამოდგა, მაგრამ თავი ასტკივდა და ისევ დაჯდა.
მას მე დავეხმარე. თავის ტკივილის წამალი მივუტანე. ამის გამო კი  მადლობაც გადამიხადა და თავზე ხელიც გადამისვა.

მამასთან უჩვეულო დღის დაწყებით აღელვებულმა მატეომ ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა და მისი ზურგჩანთა საბოლოოდ მხრებზე მოიკიდა.

პატარა მეგობრის გასაცილებლად, წასასვლელად მომზადებულ მატეოს უკან ავედევნე და ნამდვილი დედასავით, სახლიდან გასვლამდე ძლიერად ჩავიხუტე.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now