თავი 26

75 9 38
                                    

დრო უჩვეულოდ ჩქარა მიიწევდა გახსნის დღისკენ.

ყოველ დილით, მატეოს სკოლაში გაცილების შემდეგ, რიუს სახლში სტუმარივით ვბრუნდებოდი და თვალებ ახვეული ამჯერად პლასტელინზე დეტალებს ბრმად, მხოლოდ ხელის შეგრძნებების დახმარებით ვამატებდი.

რიუსთან უშუალო შეხება ამ დღეების განმავლობაში ჩემი განუყრელი საქმიანობა გახდა.

დილით კამერების წინ, შუაღამით კი ერთმანეთის პირისპირ დარჩენილები, დაუღალავად ვაგრძელებდით ახალ სკულპტურაზე მუშაობას.

პლასტელინის ფიგურის გვერდით ჩამომჯდარ რიუს უკვე აღარც კი ვეკითხებოდი. თვალებ ახვეული მის თითოეულ დეტალს ისე ვამოწმებდი სკულპტურაზე გადასატანად.

ყოველი ახალი დღე მის სიახლოვეს ისე მაჩვევდა, თითქოს ეს აღარასდროს დასრულდებოდა.

დარღვეული დისტანცია და ზედმეტი შეხებები ჩემ სხეულს ყოველ ჯერზე უფრო მეტად წვავდა.

რიუ ჩემთვის ედემის ბაღის აკრძალული ხილივით იქცა. მისი სიახლოვე მტანჯველ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ რეალობას შეჭიდებული გონება საშუალებას არ მაძლევდა მის მიმართ გაღვივებული სურვილები მიმეღო და უფლება მიმეცა კვლავ მეამიტ გოგოდ ვექციე.

რიუ დანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ადამიანი იყო. მასთამ სიახლოვე არც მე და არც ჩემ ოჯახს კარგს არაფერს მოუტანდა.

ჩემი და რიუს დაახლოების სურვილით გაერთიანებული რაფაელი და მატეო თითქოს საერთო მისიისთვის გაერთიანებულიყვნენ.

ყოველი გადაღების შემდეგ, ორივე მათგანისგან დაუსრულებლად ვისმენდი, თუ რამდენად ზღაპრული იქნებოდა რიუსთან პირად ურთიერთობაში შესვლა.

პატარა ონავარის წყალობით ყოველი ვახშამი რიუსთან ერთად იმ კითხვებითა და იდეებით იყო სავსე, თუ როგორ ვგავდით ნამდვილ ოჯახს.

 შეინახე დანის საიდუმლოOnde as histórias ganham vida. Descobre agora