თავი 34

101 10 27
                                    

-უნდა მოაგვარო რაფაელ. კომპანიაში ვერ დავბრუნდები. ჯერ ისევ ცუდათაა და არ შემიძლია მარტო დავტოვო._რიუს ჩუმი საუბარი ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ გავიგონე და თავს უფლება მივეცი თვალები პირველად გამეხილა.

-მამამ არ უნდა გაიგოს. ხელი უნდა დამაფარო. სამუშაო კი შეგიძლია ელექტრონულად გადმომიგზავნო. აქ ვიმუშავებ.

ლოგინზე ჩამომჯდარი წელს ზემოთ შეშველი რიუ ლოგინის მეორე ბოლოში ჩემგან ზურგ შექცევით იჯდა და ყურზე მიდებული ტელეფონით რაფაელისთვის ბრძანებების გაცემას აგრძელებდა.

-არა რაფაელ. შენი აქ მოსვლა ეჭვებს გააჩენს. უბრალო უთხარი რომ გალერეის ახალ დეტალთან დაკავშირებით საქმე გამომიჩნდა და ახალი არტისტის სანახავად შორ გზაზე მომიწია წასვლა!_უმცროსი ძმის გაუგონარი სიჯიუტით შეწუხებულმა რიუმ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და არეული თმები უკან ნერვულად გადაივარცხნა.

-მარტინს უკვე დავავალე. ტანსაცმელს, პროდუქტებს და წამლებს უკვე მალე მომიტანს. საქმეს მიხედე დან!_ჩემ შესამოწმებად მობრუნებულმა რიუმ ძმასთან საუბარი მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი დამინახა ახალ გაღვიძებული მდუმარედ ვუყურებდი.

ჩემი მასზე მიყინული სახის დანახვით გახალისებულმა რიუმ ტუჩის კუთხეები შესამჩნევად ჩაბრიცა, ლოგინზე მაშინვე ამოცოცდა და ჩემ ზემოდან მოქცეულმა გაფართოებული კარამელისფერი თვალებით შემათვალიერა.

-თავს, როგორ გრძნობ?_მძიმედ იკითხა, დიდი ხელებით სახე წინ ჩამოყრილი თმისგან გამითავისუფლა და თბილი ტუჩები შუბლზე ტემპერატურის შესამოწმებლად მომაკრა.

-აღარ მცივა._მისი მსგავსი სიახლოვით ნასიამოვნებმა ძლივს ამოვილუღლუღე და ხელები კისერზე ფიქრის გარეშე მოვხვიე.

-გუშინ მთელი ღამე კანკალებდი. ძალიან შემაშინე გრეის. ჩემი სხეულის სიმხურვალეც კი არ გყოფნიდა._შეწუხებულმა პატარა ბავშვივით დაიბუზღუნა და მის მკლავებში მოქცეულმა ტუჩებზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now