თავი 47

87 8 11
                                    

-რა გააკეთეთ?_რიუს გაცოფებულ წამოძახილს დასჯილი ბავშვივით რაფაელთან ერთად ვუსმენდი და კონცენტრირებას ვერაფრით ვახდენდი.

"ჩემი დახმარება გჭირდება გრეის? მაშინ გაფრთხილებ! შენ გვერდით იქამდე ვიბრძოლებ, სანამ ეს საქმე  სარგებელს თავადვე მომიტანს. იცოდე ფრთხილად იყავი. ერთი არასწორი ნაბიჯიც კი შეიძლება შენთვის სავალაო აღმოჩნდეს."

ფრედერიკის სიტყვებს ახსნას ვერაფრით ვუძებნიდი. რას გულისხმობდა შეცდომის დაშვებაში? არ ვიცოდი რას შეეძლო მისთვის მხარიდ შეცვლის საბაბი მიეცა.

-გრეის, ხვდები მაინც რა გააკეთე? გითხარი ამას თავად მოვაგვარებდი. შენ კი რა გააკეთე? დასახმარებლად მამაჩემთან გაიქეცი!_მოთმინება დაკარგულმა რიუმ პატარა ბავშვივით დამტუქსა.

-მას ნუ უბრაზდები რიუ. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მისი დახმარებით დაიანის საიდუმლოს გაგების შანსი უფრო გვქონდა._ჩემ დასაცავად რაფაელი ერთგული გუშაგივით წამოენთო, მაგრამ უფროსი ძმის მკაცრმა მზერამ მაშინვე დაადუმა.

-სამაგიეროდ ამასთან ერთად ფრედერიკ დანს ჰგონია რომ იმდენად უიმედო მდგომარეობაში ვართ მის გარდა სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს!_გაბრაზებულმა დანმა უკმაყოფილოდ წამოიძახა.

-მაპატიე._დადუმებულმა ანერვიულებული რიუს დასამშვიდებლად ჩუმად ამოვილუღლუღე და თავი ჩავხარე.

სხვა გზა არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ რიუ ჩემზე ღელავდა არ შემეძლო ქეითის ჯანმრთელობა გამერისკა.

ჩემმა მობოდიშებამ აღელვებული რიუ თითქოს დააცხრო. ჩვენ წინ ბოლთის ცემა შეწყვიტა, წინ დამიდგა და დანანებით დამიწყო ყურება.

დასადგურებული სიჩუმე უჩვეულოდ შემაწუხწბელი იყო და ვერ ვხვდებოდი ეს ჩემი გადაწყვეტილების, თუ რაფაელის ჩვენთან ყოფნის ბრალი იყო.

-კარგი, მე წავალ. დიდი მისია მაკისრია. _სიტუაციიდან თავის დასაძვრენად ენერგიულად წამოენთო რაფაელი და სახლიდან ისე გავარდა ადგილიდან დაძვრა ვერცერთმა მოვასწარით.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now