თავი 33

97 13 44
                                    

თბილი ხელები წელზე და მშვიდი გულის ცემის ხმა ის ერთადერთი მიზეზი გახდა, რომელმაც გამოღვიძება მაიძულა.

ახალ დღეს უჩვეულოდ მშვიდი და დასვენებული შევხვდი. მფშვინავი რიუ არ მომიტყუებია. ლოგინში მარტო ძილს მიჩვეულს, ჩემდა გასაკვირად ჩახუტების მოყვარულ კაცს მაინც არ შევუწუხებვარ.

პირიქით, მისი წყალობით ჩემი ჩვეული ძილის პოზა თავად დამვიყებოდა და მის სხეულზე აკრული ამჯერად მე ვიყავი.

გამოფხიზლებასთან ერთად დაწმენდილი შეგრძნებების აღქმის თანავე რიუს მკერდიდათ თავი მაშინვე წამოვწიე, როგორც კი გავიაზრე ღამისგან განსხვავებით მისი პერანგი ბოლომდე გახსნილი იყო. მე კი სახე პირდაპირ მის მუდმივად თბილ კანზე მედო.

-რა მოხდა?_ჩემი სხარტი მოქმედება, რიუს გამოღვიძების მიზეზი გახდა. უეცარი ქმედებით დაბნეულმა დანმა ნახევრად გახელილი თვალებით თავი მაშინვე წამოწია და ოთახი ისე მოათვალიერა, თითქოს მზად იყო ნებისმიერ დაპრკოლებას შესჭიდებოდა.

-როდის გაიხადე?_დარცხვენილმა მაშინვე ვიკითხე და ვცადე მისი დაბნეული, ახალ გამოღვიძებული სახის დანახვისას არ გამცინებოდა.

-რა ვქენი?_ჩემი შეკითხვის უკეთ გასააზრებლად იკითხა და შეხსნილ პერანგზე დახედვის თანავე შვებით ამოისუნთქა.

-შემაშინე გრეის. უკვე მეგონა, რომ თავზე მამაჩემი გვედგა._მოდუნებულმა საბოლოოდ ამოილუღლუღა, მკლავში ხელი ჩამავლო და ლოგინში ჩემთან ერთად ისევ ისე ჩაწვა, როგორც გამოღვიძებამდე.

-რიუ..._ჩემ შეკითხვაზე პასუხი მხოლოდ იმიტომ მაინტერესებდა, რომ დავრწმუნებულიყავი ეს ჩემი დამსახურება არ იყო.

-შენც გახდილი ხარ გრეის. მიუხედავად იმისა რომ პირველი კოცნისას პირდაპირ ჩემ კალთაში აღმოჩნდი, მაინც არ მეგონა, რომ იმდენად თამამი იყავი პირველივე ჯერზე ლოგინში მხოლოდ ტოპით ჩამიწვებოდი. _თვალებ დახუჭულმა ჩუმი ხითხითით მიპასუხა და ჩემი თავის ქვეშ ამოდებული ხელით თმაზე თამაში დამიწყო.

 შეინახე დანის საიდუმლოUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum