თავი 13

76 10 28
                                    

მატეოს სკოლაში დატოვების შემდეგ ახალ საგონებელს მივეცი.

რა უნდა გამეკეთებინა მატეოს გამოყვანამდე და დეიზის სახლში მისვლამდე?

დანების სახლში დარჩენის გამო ჯერ ისევ წინა დღის ტანსაცმელი მეცვა, სტრესული დღისგან დაღლილი სხეულის დასამშვიდებლად კი შხაპი მჭირდებოდა.

ავტობუსის გაჩერებაზე ცივ სკამზე ჩამომჯდარი მოთმინებით ვუცდიდი ჩემ ავტობუსს და იმაზე ვფიქრობდი, ამჯერად რა ტყუილი უნდა მეთქვა ცნობისმოყვარე დედისთვის, როდესაც სახლში ერთი საათით მისვლისას ჩემ სხვაგან გატარებული ღამის შესახებ შეკითხვებს მივიღებდი.

დამაჯერებელი მიზეზის ფიქრით ტვინ გამოჭედილს, ყურადღება მოულოდნელმა შეტყობინებამ გადამატანინა.

უსიამოვნო სიურპრიზებით დაღლილმა ეკრანს მობეზრებული სახით დავხედე და თვალები მაშინვე გამიფართოვდა, როდესაც ადრესანტის სახელი ამოვიკითხე.

რიუ დანი

მატეოს დატოვების შემდეგ , რესტორან შაინში მოდი.

რიუსგან მიღებული უჩვეულო შეტყობინებით დაბნეულმა წარბები გაოცებისგან მაღლა ავზიდე და უფროსის ნომერი ინსტიქტურად ავკრიფე.

სახლის დატოვებამდე ჩვენი დიალოგის შემდეგ, მსგავსი შემოთავაზება ის უკანასკნელი იყო, რასაც მოველოდი.

-გრეის?_რიუს მომართვამ ფიქრიდან გამომარკვია.

ჯერ კიდევ ვერ გამეგო მასთან ერთად რესტორანში რა მესაქმებოდა.

-ბატონო რიუ, თქვენი ეს შემოთავაზება რას ნიშნავს? არ მინდა იფიქროთ, რომ თავს ვიფასებ, მაგრამ რესტორანში დაპატიჟება?_მის გასაღიზიანებლად თავდაჯერებული ქალის როლი კიდევ ერთხელ მოვირგე და ტელეფონის მეორე მხარეს დამუნჯებული ბიზნესმენის პასუხს მივაყურადე.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now