თავი 40

79 11 32
                                    

რიუ დანი

საპასუხისმგებლო და საჭიროებას მოტანილი ქორწილის დღეს, უჩვეულოდ მშვიდად შევხვდი.

გვერდით გადაბრუნებულმა მშვიდად მფშვინავი გრეისის მოდუნებული სახის დანახვისას ღიმილი ვეღარ დავმალე.

ძილისას გამობურცული ქვედა ტუჩი მის ხორბლისფერ კანთან ერთად ისე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, თვალს ვერ ვაშორებდი.

უჩვეულო ძილის პოზების წყალობით მისი წაბლისფერი თმა ერთმანეთში ისე ახლართულიყო, გეგონებოდა მძინარე, უძლეველ ქარიშხალს ძლივს გადარჩენოდა.

ნახევრად სახეზე ჩამოყრილი თმა მისი გრძელი წამწამების ნახვის საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ საჭირო არც იყო.

ერთი შეხედვითაც კი შემეძლო გრეის ჰარპერი ყველა სხვა ქალისგან განმესხვავებინა და ასეთი გარეგნობითაც კი მშვენიერებით ყველაზე მაღალ მწვერვარზე დამეყენებინა.

მომწონდა. ჩვენი თამაშის ყოველი ახალი დღე უფროდაუფრო მომწონდა.

მომწონდა რომ ჩემზე ბრაზის მიუხედავად, შემეძლო მის გვერდით გამეღვიძა, ღვთაებრივი ტუჩებისთვის მეკოცნა, ხელი ჩამეკიდებინა და მოვხვეოდი.

ეს ყველაფერი მომწონდა და სწორედ ამის გამო თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობდი.

ის რაც გრეისისთვის უსიამოვნო ვალდებულება იყო, ჩემთვის ახალ შანსს ნიშნავდა.

მატეოს გამო დაწყებული ქორწინება ჩემი უკანასკნელი შანსი იყო, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ჩემ გრძნობებში დამერწმუნებინა. შანსი იმისა რომ ჩემგან გაქცევის ყველანაირი გზა გადამეჭრა.

ვიცოდი ჩემზე ნაწყენი იყო. იმ ღალატის შემდეგ, რომელიც წინა ურთიერთობაში გამოიარა, ჩემი ხელახლა ნდობის უფლებას აღარ აძლევდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now