თავი 6

100 13 18
                                    

აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი ცხოვრება კარტების სახლივით იშლებოდა, მე კი ისიც ვერ გამეგო მისი გადარჩენა საიდან დამეწყო.

გონებაგაფანტულმა სახლის კარი ნელა შევაღე და მატეო ჩემამდე შევუშვი.

ჩემი დაძაბულობა პატარა მეზობელს წამითაც არ გამოპარვია. კარს უძრავად აყუდებულს, ხელიდან ცელოფნები უჩუმრად გამომაცალა, მაგიდაზე ადგილი მიუჩინა და ყოყმანის შემდეგ ჩემთან დაბრუნდა. ხელი ფრთხილად ჩამკიდა და სავარძელისკენ მამაცი დაცვასავით გამიძღა.

მის ქმედებებს მინდობილი სავარძელში ჩავჯექი და საგონებელს მივეცი.

ფსკერზე ვეშვებოდი. სანამ ერთ პრობლმას მოვაგვარებდი, მეორე ისე მესხმოდა თავს გონზე მოსვლასაც ვეღარ ვასწრებდი.

ჩემი უბედურებების სერიით შეშინებულს ყოველი ახალი წუთის მეშინოდა.

ამჯერად ჩემი ოცნებების მსგავსად, მინიმალურ მიღწევებსაც ვკარგავდი.

არავინ იცოდა, როდის დავრჩებოდი  ჰაერზე. თავშესაფარისა და საარსებო მინიმუმის გარეშე.

თითოეულ ჩემ პრობლემას ისიც ემატებოდა, რომ ყოველ წამს შეიძლებოდა საბედისწერო ზარით დედაჩემს ქეითის მორიგი შეტევისა და ახალი სამედიცინო ხარჯების შესახებ ეცნობებინა.

-გრეის, კარგად ხარ?_შეწუხებულმა მატეომ მაშინღა იკითხა, როდესაც ჩემი დუმილი წუთებად გაიწელა.

არ ვიცოდი მისთვის რა მეთქვა. როგორ დამემშვიდებინა ბავშვი, როდესაც მდოგვის მარცვალის ოდენა სიმშვიდეც აღარ გამაჩნდა.

-გრეის, გინდა დახმარებას დავურეკო? თუ ცუდად ხარ...

წარმოუდგენელი მზრუნველობით გამორჩეული მატეო ფეხზე წამოდგა, მაგრამ კარზე ატეხილმა კაკუნმა შეაჩერა.

-მამაა?_დამფრთხალმა მატეომ გაფართოებული თვალებით შემომხედა და ნელ-ნელა უკან დაიხია.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now