თავი 44

92 11 35
                                    

დღეები კალაპოტს მშვიდად მიუყვებოდნენ.

რიუს და მატეოს გვერდით გატარებული ყოველი დღე ჩემ შეზღუდულ ზღაპარში არსებონას უფროდაუფრო მშვენიერს მხოლოდ იმიტომ ხდიდა, რომ მათგან წასვლა მეტად მტკინვეული და შეუძლებელი გამხდარიყო.

ყოველ დილით რიუს მკლავებში გაღვიძება, დილის მოსალმებად ქცეული მხარზე მოკრული თბილი ტუჩები და თბილი დარიჩინის ფერი თვალების ყურება ნამდვილი ნეტარება იყო.

შემიყვარდა.

შემიყვარდა დილაობით ოთახში მატეოს ხმაურიანი შემოსვლები. ერთობლივად საუზმის მომზადება, ხმაურიანი და ხალისიანი სადილები, ტყეში გასეირნება, საღამოობით კი კოცონის გარშემო მატეოსთან ერთად მოყოლილი ახალი გამოგონილი ისტორიების მოსმენა.

მე მათ ცხოვრებაში არსებობა შემიყვარდა და სწორედ ამის გამო, ბოლო თვის ყოველი დასასრულისკენ მიმავალი დღე მეტად რთული ასატანი ხდებოდა.

ჩემ დროებით ოჯახთან გასატარებელი დრო ნელ-ნელა ქვიშის საათივით გაილია.

მატეოს დაბადების დღე მომდევნო დღეს იყო.

მამასთან და ჩემთან მისი პირველი დაბადების დღის გასატარების იდეით აღტაცებული მატეო სახლის უკან, ვერანდაზე დადგმულ ხის საქანელაზე რიუსთან ერთად იჯდა და პატარა დეტალებს ისეთი ინტერესით ათანხმებდა, თითქოს ჩვენ პატარა წვეუებაზე მთელი ცხოვრება იყო დამოკიდებული.

-გთხოვ მამა. გეფიცები აუცილებლად მოვუვლი._მატეოს დაუსრულებელი კაპრიზის მოსმენამ უნებურად გამაცინა.

აქ გატარებულ ერთ თვეს ნაადრევად გაზრდილი მატეო, მისი ასაკის შესაფერის ბავშვად ექცია.

მამის ხელგაშლილობის დანახვის თანავე პატარა მავნებელმა ჯერ ჩვენ პირად სივრცეში შემოჭრა, შემდეგ კი მთლიანად მის ჭკუაზე მომართვა დაგვიწყო.

ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დღის აქტივობები მთლიანად პატარა დანს აეღო თავის ხელებში.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now