თავი 21

82 9 60
                                    


შაბათ-კვირამ თვალის დახამხამებაში გაირბინა.

მატეოს თამაშის დღის გადაგორების შემდეგ, ახალი მწვერვალისკენ რიუსთან და მატეოსთან ერთად სვლა მეც დავიწყე.

დანების სახლში მოსვლიდან მეორე კვირა ამჯერად რიუს გალერეის გახსნასა და ჩემ პირველ გამოფენაზე იყო ორიენტირებული.

დასვენების დღის წყალობით, გალერეაში ამჯერად მარტოხელა დედისა და ხელოვანის სტატუსით დავბრუნდი. რიუსთან ერთად თითოეული ჩემი სკულპტურის ადგილმდებარეობა დეტალურად შევათანხმეთ და მატეოსთან ერთად სახლში იმ პირობით დავბრუნდი, რომ მომდევნო დღეს ამჯერად ჩემი ნამუშევრების  მარკეტინგულ შეფუთვასა და ხალხისათვის წარდგენაზე გვემსჯელა.

მორიგი კვირის პირველი დღე რუტინულად გათენდა. ენერგიით ავსებულმა პატარა დანმა მთელი ძალით ჩემ მუცელზე დახტომით გამომაღვიძა და სკოლის ფორმის მოსარგებად ისევ მის ოთახში კისრისტეხვით გაიქცა.

მოახლოებული საპასუხისმგებლო დღის წყალობით რიუს სახლი ჩვენ გაღვიძებამდე დაეტოვებინა.

ახალი დეტალებით დატვირთული დღე არც ისეთი მარტივი არ იყო, როგორიც წარმომედგინა.

მატეოს სკოლისკენ მიმავალი გზის განმავლობაში ერთდროულად დედასთან და ექიმი დეივის დამხმარესთან საუბარი და მათი შეხვედრის ზუსტი ადგილის დადგენა მიწევდა.

შვილად ქცეული მატეოს სკოლაში დატოვების შემდეგ, ავტობუსით მგზავრობა პირველად იყო ასეთი უცნაური.

წლების შემდეგ, დის პრობლემებზე სირბილის ნაცვლად, ჩემი  პირველი გამოფენის დეტალების მოსაგვარებლად მივდიოდი.

-გრეის, კარგ დროს მოხვედი. _გალერეაში შესვლის თანავე შემომეგება ნათანი და თბილი ჩახუტების შემდეგ სათათბირო ოთახისკენ გამიძღვა.

გალერეის გახსნის მოახლოებას მოყოლილ ქაოსში, ნათანთან ერთად უსიტყვოდ მივუყვებოდი გრძელ დერეფანს და ფუტკრებივით აფუსფუსებულ მომუშავე პერსონალს თვალს ღიმილით ვადევნებდი.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now