თავი 17

87 10 10
                                    

რიუ დანთან ცხოვრება, ჩემი უძილო ღამეების განუყრელი ნაწილი გახდა.

მდიდრულ სასახლეში ფეხის შემოდგმის დღიდან, როგორც არ უნდა მეცადა, ახალი საფიქრალი თითოეულ ღამეს მშვიდად დაძინების საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო.

წლების მანძილზე ჩემი უიღბლო და შეუმდგარი ცხოვრების მტკიცედ ატანის შემდეგ, ლოგინში მოსვენებას, მივიწყებული ოცნების ასრულების ახალი შესაძლებლობა არ მაძლევდა.

"უბრალოდ დაფიქრდი გრეის. ეს წარმოუდგენელი შესაძლბლობაა. დანის სახელის გამო, გალერეის გახსნას უამრავი გავლენიანი ადამიანი დაესწრება. თუ შეძლებ და რამოდენიმე ნამუშევარს გახსნამდე დაასრულებ, იქნებ შენმა ნამუშევრებმა დღის სინათკეც ნახონ."

ჩემ დასათანხმებლად და გალერეის პრობლემის მოსაგვარებლად, ერთგული მეგობარივით ნათქვამი რიუს სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა.

ოცნებად დარჩენილი პროფესიისთვის წლობით ვწვალობდი. ქეითის ავარიის გამო ჩაშლილი გამოფენის, შემდეგ კი უბრალოდ ბრძოლა შევწყვიტე.

ოჯახის წევრის ჩემი მიზეზით დაზარალება, იმის ნიშნად მივიღე რომ ამ საქმეს უნდა ჩამოვშორებოდი.

მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემი გული, როგორ ძლიერ მიიწევდა საყვარელი საქმისკენ, გონება ყოველ ჯერზე მახსენებდა, რომ ეს არასწორი იყო.

ვალდებულებები მქონდა. დედისთვის და დისთვის უნდა მიმეხედა. იმის დრო არ მქონდა ჩემში ჩაკეტილი შეგრძნებების კვლავ ხელოვნებად ქცევისთვის მეფიქრა.

ამ ფიქრებით წლობით ვიარსებე. წლების განმავლობაში მიწევდა გალიაში გამოკეტილი, ფრთებ მოტეხილი ჩიტივით ფართხალი, მაგრამ ახლა წინ სხვა რეალობა მედგა.

შესაძლებლობა მქონდა კვლავ ჩემ თავს დავბრუნებოდი და თავი ისევ ცოცხლად მეგრძნო.

 შეინახე დანის საიდუმლოOù les histoires vivent. Découvrez maintenant