თავი 25

77 11 54
                                    

სახლში დამღლელი და მოულოდნელი ემოციებით დაღლილი შევედი.

რაფაელის დღევანდელ ქმედებებსა და საუბრებს ჩემი გონება მთლიანად გადაეწვა.

ემოციებით დაღლილს კარის მიხურვის წამიდან რიუსთან დარღვეულ დისტანციაზე, მისი შეხებისგან დატოვებულ შეგრძნებებსა და რაფაელის თითოეულ სიტყვაზე ვფიქრობდი.

უკვე მეორედ მესმოდა რომ რიუს ცხოვრებაში დაიანის შემდეგ პირველი ინტერესი ვიყავი, მაგრამ ამას ახსნას ვერ ვუძებნიდი.

შეიძლენა რიუს ჩემთან თამაში მოსწონდა, მაგრამ ჩემ მიმართ განსხვავებული ინტერესები ნამდვილად არ ჰქონდა.

ამაში დარწმუნებული, მისი დაიანისადმი დამოკიდებულების გამო ვიყავი.

ის, თუ როგორ საუბრობდა მასზე და  როგორი სინანულით იხსენებდა მასთან გატარებული თითოეულ წამს ჩემ აზრზე მტკიცედ დგომის საშუალებას მაძლევდა.

დაიანისადმი დაუცხრომელი სიყვარულის გამო რიუს მატეოსთან ურთიერთობის აღდგენაც კი უჭირდა. როგორ შემეძლო ამის შემდეგ თავისთვის ფუჭი იმედები მიმეცა?

-გრეის, შეიძლება შენ სახელოსნოში ვიმეცადინოთ? მე დავალებებს მოვამზადებდი, შენ კი მამას გამოძერწვას დაიწყებდი.

საკუთარი იდეით აღფრთოვანებულმა მატეომ აციმციმებული თვალები შემომანათა და სურვილისგან აჟიტირებულმა ფეხები სასაცილოდ ააბაკუნა.

-მამა სახელოსნოში შესვლის უფლებას გაძლევდა?_შეცდომების გათვალისწინებით, მატეოს სიტუაციის დასაზუსტებლად ვკითხე და სახლს თვალი რიუს არ ყოფნაში დასარწმუნებლად მოვავლე.

არ მინდოდა მატეოსა და რიუს შორის ძლივს გადადგმული ნაბიჯების განადგურების მიზეზი ისევ მე გავმხდარიყავი და რომელიმე მათგანი გულნატკენი დამეტოვებინა.

-ერთხელ ბიძიამ მამასთან ერთად შემიყვანა იქ და არც მამას უთქვამს რამე._წარსულზე ჩაფიქრებულმა მატეომ ფილოსოფოსივით ამომხედა და პასუხი შეუფერებელად სერიოზული სახით დამიბრუნა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now