თავი 35

92 13 25
                                    

რიუ დანი

ბრაზისგან სუნთქვა შეკრული და შეშინებული ვიყავი. რაფაელი ჩემი იმედი იყო. უმცროსი ძმა, რომელიც მეგონა ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა. არასდროს წარმომედგინა რომ მატეოს ის გაწირავდა. მას შემდეგ რაც დედამისის გარდაცვალების შემდეგ, მამამ ჩვენთან გადმოაბარგა მის მხარში დგომას ყველანაირად ვცდილობდი.

ვიცოდი გამხელილი ვინაობა, მიღებული შეურაცხყოფა და მამის გამუდმებული დატუქსვა უმცროსი ძმისთვის რთული ასატანი იქნებოდა, ამიტომ დაიანთან ერთად ცალკე გადასვლის შემდეგ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ მარტო არ დამეტოვებინა. ათას მიზეზს ვპოულობდი, რომ დიდებაზე შეყვარებული მამის დაცემის მიზეზად ქცეული მოზარდი გადამერჩინა და ჩემთან წამომეყვანა.

რაფაელის მიზეზით მამასთან ჩხუბსა და დაპირისპირებას არადროს მოვრიდებივარ. არასდროს შემრცხვენია მისთვის იმის თქმა, რომ მიღებული ფიასკო არა რაფაელის ან რომელიმე ჩვენგანის, არამედ მისი წინდაუხედავი გადაწყვეტილების დამსახურება იყო.

ამ ყველაფერს მხოლოდ დაუმსახურებლად დაჩაგრული ადამიანის დასახმარებლად ვაკეთებდი და რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, სანაცვლოდ მისგან ამხელა ღალატს არ ვიმსახურებდი!

-წვეულება დამთავრებულია!_შეშინებული გრეისის სიტყვების გააზრების თანავე, ჩალის ფასად ქცეულ ძმას მაშინვე მოვშორდი და გაოგნებული სტუმრები სახლიდან მაშინვე გავისტუმრე.

ჩემი სისუსტისა და რაფაელის ღალატის წყალობით მატეოს ახლა რთულ რეალობასთან გამკლავება მოუწევდა და მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეტოვებინა.

მაშინ არა, როდესაც ვიცოდი არასწორი აღზრდის გამო მის წასაყვანად ნებისმიერ წამს შეიძლება მოსულიყვნენ.

-მის ოთახში მოვძებნი. _ჩემ დასამშვიდებლად შემომთავაზა გრეისმა და პასუხის მოსმენამდე მატეოს ოთახისკენ დაიძრა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now