თავი 36

89 11 31
                                    

გრეისი

დიდი დრო დამჭირდა იმ სიტყვებით გადმოცემული შემოთავაზების გასააზრებლად, რომელსაც გონების უკიდურეს წერტილშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.

რიუ დანის წინ, ჯერ კიდევ მის ფეხებს შორის გაუნძრევლად ვიდექი. ჩემ ხელზე ჩაჭიდებულ ძლიერ მტევანს ვუყურებდი და ვერ ვიაზრებდი აქამდე, როგორ მოვედი.

როგორ მოვახერხე ერთ თვეში რიუ დანის ჯიუტი მოქიშპედან, მის პოტენციურ საცოლედ ვქცეულიყავი და თან ამ ყველაფერს სასიცოცხლო მნიშვნელობა შეეძინა?

მართალი იყო, რიუსთან ერთად გადაკვეთილი ახალი საზღვრები ნელ-ნელა ჩემთვის უფრო სასიამოვნო ასატანი ხდებოდა, მაგრამ მიღებული შემოთავაზება ზედმეტი იყო.

ჯერ თავს ნორმალურად მის მიმართ გაღვივებულ გრძნობებშიც ვერ ვუტყდებოდი, როგორ დამეშვა ის ფაქტი, რომ ჩემ ერთ თანხმობას შეეძლო პირდაპირ დანად ვექციე?

-გრეის, ვიცი ეს ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა და მესმის შეიძლება ამან შეგაშინოს, მაგრამ...

ჩემგან მიღებული დუმილით დარცვენილი დანი უსიტყვოდ შევაჩერე. ხელი მისი მტევნისგან დავიხსენი და ზურგი მაშინვე ვაქციე.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რიუ ამ ყველაფერს მატეოსთვის მთხოვდა და ჩემი თანხმობა მისთვის გადამწყვეტი საფეხური იყო, არ ვიცოდი დათანხმება თუ შემეძლო.

დედასთვის რა უნდა მეთქვა? ქეითისთვის? მათთვის, როგორ ამეხსნა რომ შვილიანი ქალის სტატუსით ცნობილ ბიზნესმენს ცოლად უნდა გავყოლოდი და ამით ბავშვის მომავალი მეხსნა?

-გრეის, გთხოვ ხმა ამოიღე._ჩემი დუმილით შეწუხებული რიუ ფეხზე თავადაც წამოდგა და ჩემგან ერთი ნაბიჯით მოშორებით დადგა.

არ ვიცოდი შემოთავაზებული თამაში რამხელა მასშტაბის საფრთხეებს მოიცავდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now