თავი 2

108 15 20
                                    

ძველი შენობის გრძელ კიბეებს მოულოდნელ სტუმართან ერთად მივუყვებოდი და იმის გააზრებას ვცდილობდი, თუ რა იქნებოდა ახლა.

გამოვლილი პრობლემებისა და რთული პასუხისმგებლობების შემდგომ, მატეოს წნეხს ვეღარ გავუძლებდი.

მოულოდნელად დაკარგული შემოსავლის გარეშე არა თუ მატეოს ან ჩემ ოჯახს, საკუთარ თავსაც ვერ დავეხმარებოდი.

ემოციურად დაღლილმა უკანასკნელი საფეხურიც უკან მოვიტოვე და რკინის შავ კართან შევჩერდი.

ხელებ დამძიმებულმა მძიმე ყუთი მიწაზე მაშინვე დავდგი და კარი ზანტად გავაღე.

ამბოხებული მატეოს აღფრთოვანება თითქოს ძალას მაძლევდა კიდეც. მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა სად მიდიოდა, ახალი თავშესაფარი მაინც იმ ბავშვივით ახარებდა, რომლისთვისაც ერთი ტკბილეული მსოფლიო ბედნიერებას უტოლდებოდა.

-ცოტა არეულობა იქნება. სამსახურის გამო დალაგებას ვერ ვასწრებდი. -დარცხვენილმა ჩავიბუტბუტე, უცნობი ბავშვი ჩემ წინ დავიყენე და კარის შეღების თანავე წინ გავუძეხი.

სახლში შებიჯების თანავე თაბაშირის ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სურნელი, ერთგული მეგობარივით შემომეგება.

ემოციური და მოულოდნელობებით აღსავსე დღით დაღლილმა შუქი მარტივად ავანთე. მოუხერხებელი ფეხსაცმელები სასწრაფოდ გავიხადე და პატარა სტუმარს მისაღებ ოთახში გავუძეხი.

-თოლიები!_გაოგნებულმა მატეომ მაშინვე წამოიყვირა, როგორც კი სტუდიოს ტიპის სახლის ერთ-ერთ კუთხეში დადგმული ჩემი ჯერ კიდევნაძერწი, დაუსრულებელი ნამუშევარი დაინახა, ხელში მოქცეული ცელოფნები ძირს დაყარა და მისკენ გაიქცა.

-ფრთხილად იყავი, ძალიან მძიმეა, თუ გადმოყირავდება დაგაზიანებს._წინდახედული დედასავით გავაფრთხილე მატეო, ულვაშიანი გამყიდველის მოცემული ცელოფნები იატაკიდან ავიღე და სამზარეულოს მაგიდაზე დავაწყე.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now