თავი 31

84 12 48
                                    

სუნთქვა შეკრული, გაბრუებული სხეულითა და დაბუჭებული ტუჩებით მატეოს გვერდით ჩემი პიჟამათი ვიწექი და თავბრუდამხვევ გრძნობებთან ერთად გვერდით მოწოლილი გაკრეჭილი ბავშვისთვის საჭირო ახსნა-განმარტების მოძებნას უიმედოდ ვცდილობდი.

მისთვის რა უნდა ამეხსნა, როდესაც რიუსთან გადადგმური მსგავსი ნაბიჯის ახსნა თვითონაც არ შემეძლო.

არ ვიცოდი ამ კოცნის მიზეზი მხოლოდ სასმელი იყო, ვნება, თუ გრძნობები, რომლებსაც აქამდე ვერც კი ვიაზრებდი.

-ახლა შემიძლია დედა მართლა დაგიძახო?_ახალი ენერგიით გამოღვიძებულმა მატეომ წინა ღამით ნანახი ხითხითით შემახსენა და ჩემ მუცელზე ამოცოცებულმა თითებით ჩემ სახეზე თამაში დაიწყო.

ღამით რიუსთან გაზიარებული ინტიმური მომენტი, რისი დამსახურებაც არ უნდა ყოფილიყო, იმას მაინც ვერ უარვყოფდი, რომ ეს არ მომეწონა ან გამეორების სურვილი არ მქონდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც რიუს პიროვნებას უფრო ახლოდან ვიცნობდი, ჩემში მის მიმართ ემოციური კავშირი უფროდაუფრო იზრდებოდა.

არ მიყვარდა.

ზედმეტად ზრდასრული ვიყავი იმისთვის, რომ ჩემი გრძნობებისთვის სახელი დამერქმია, მაგრამ იმას რასაც ვგრძნობდი არც უბრალოდ მეგობრობა იყო.

-გრეის, მიპასუხე რა? შეიძლება ახლა დედა დაგიძახო? _კითხვაზე პასუხის მისაღებად მოუსვენრად გამიმეორა მატეომ, ჩემი მუცლიდან ზემოთ ამოცოცდა და დიდი ნაცრისფერი თვალები პასუხის მისაღებად ჩემსას გაუსწორა.

-რატომ გინდა რომ დედა დამიძახო? არ ვამბობ, რომ ეს არ მომწონს, ან წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ მე მაშინაც ძალიან მიყვარხარ, როდესაც გრეისს მეძახი._მისი ბოლო დროინდელი აქტიური მოთხოვნით პირველად დავინტერესდი და ჩვევისამებრ შვილობილთან ზრდასრულივით საუბარი დავიწყე.

ჩემმა შეკითხვამ მატეო დიდი ფილოსოფოსივით ჩააფიქრა. კითხვაზე პასუხის მოსაძებნად გვერდით გადაგორდა და ჩემ გაშლილ ხელზე თავი კომფორტულად ჩამოდო.

 შეინახე დანის საიდუმლოDove le storie prendono vita. Scoprilo ora