თავი 43

99 9 29
                                    

ხმა ჩაკმენდილმა, სუნთქვა შეკრულმა და გაბრუებულმა მხოლოდ რაფაელის გასვლის შემდეგ შევძელი ტერასის დატოვება.

მინის კარის ზურგს უკან მიხურვის შემდეგ დასამშვიდებლად მას ზურგით ავეკარი და ერთ წერტილს დაჟინებით მივაშტერდი.

ყველაფერი ძალიან მალე ხდებოდა.

ჯერ მხოლოდ გუშინ რეალობის აღქმაზე უარი მარტო იმიტომ განვაცხადე, რომ იმედი მქონდა რიუს და მატეოს გვერდით თავს ცოტა ხნით მაინც ვიგრძნობდი ბედნიერად.

ყელში გაჭედილი მწველი ემოციები ჩემ შიგნეულობას იმდენად აღემატებოდა გულსა და სულს ერთიანად მისნეულებდა.

მათთან სამუდამოდ დარჩენის ილუზია, სურვილის მიუხედავად, არასდროს მქონია. ვიცოდი ადრე თუ გვიან ეს თამაში დასრულდებოდა და მეც ისევ ჩემ ერთფეროვან ცხოვრებასთან დავუბრუნება მომიწევდა, მაგრამ ამას არ ველოდი. არ ველოდი რომ ჩემი ბედნიერების მომენტებს ამდენად პატარა საზღვრები ჰქონდა.

-გრეის, სად წახვედი? მეგონა ყავის დალევას აპირებდი, შენ კი აღარ დაბრუნდი და ვიფიქრე...

სამზარეულოში ჩემ მოსაძებნად შემომავალ რიუს სხეულს მოდებული ნაღველისგან ამღვრეული თვალებით მაშინვე შევხედა და წამიერად ახალ სადარდებელს შევეჯახე.

რაფაელს რომ ვერ მოეგვარებინა და ეს ამბავი რიუს ყურამდე მისულიყო, რა მოხდებოდა? ამ ყველაფერს, როგორ გადაიტანდა?

შვიდი წელი.

შვიდი წელი დასჭირდა დაიანის ამბების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და თავის გამაგრება დაეწყო, მისთვის ის ისევ სამაგალითო ქალი და უკვდავი სიყვარული იყო.

ეს ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩვენ შორის, რაღაც რომანტიული იყო, მაინც დარწმუნებული ვიყავი, მისთვის დაიანი ჯერ ისევ პირველ ადგილზე იდგა..

სწორედ ამიტომ მეშინოდა. ის პრობლემა, რომელიც ზურგს უკან ნელ-ნელა ეპარებოდა მას ნაწილებად დაშლიდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now