თავი 32

85 11 49
                                    

ახალი, გაურკვეველი ურთიერთობისგან გასაქცევად წამოწყებული საუბარი იქამდე გაგვიწყდა, სანამ რიუსგან ჩემ მოსაზრებასთან დაკავშირებულ პასუხს მივიღებდი.

ოთახში ნაადრევად შემოსულმა მატეომ ორივე ჩვენგანი პირველ საერთო თემას მოგვწყვიტა და იმ ყოველდღიურობაში დაგვაბრუნა, რომელიც პრობლემებითა და მოვალეობებით იყო სავსე.

კვირის ბოლო დღის წყალობით, დანში დანიშნულ ინტერვიუზე წასვლა კვლავ მატეოსთან ერთად მომიწია.

საერთო გზის წყალობით, გამბედაობა მოკრებილმა რიუმ ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩვენი თან წაყვანა გადაწყვიტა და მისი მანქანების კოლექციიდან კამერებისგან ყველაზე კარგად დაცულ მანქანაში დამალული საგანძურივით გაგვანაწილა.

დანის ოფისამდე მატეოს და რიუს ერთგული მძღოლის წყალობით ზედმეტი საუბრის გარეშე მივედით.

შენობის გარეთ უკვე ათობით ოპერატორი და ჟურნალისტი იდგა. თითოეული მათგანი შენობაში შესვლამდე აქეთ-იქით ტუჩების ცმაცუნით დადიოდნენ და ჩემთან დასასმელ შეკითხვებს ზედმიწევნით იზეპირებდნენ.

ავნერვიუდი.

შენობაში შევლის წუთიდან პასუხისმგებლობა თითოეულ იმ კითხვაზე უნდა ამეღო, რომელსაც დამისვავდნენ.

რა უნდა მექნა, რომელიმე კითხვაზე არასწორი პასუხი რომ გამეცა? რიუსთან აგორებული ჭორები რომ ვერ ჩამეცხრო?

-დამშვიდდი გრეის._მანქანის კომპანიის დახურულ პარკინგზე გაჩერების თანავე გადმომჩურჩულა რიუმ და გამხნევების ნიშნად ხელი სულ რამოდენიმე წამით ჩამკიდა.

-მე შენ გვერდით, გალერეის ხელმძღვანელის სახელით ვიქნები. ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებს ჩემ კისერზე იქნება. ერთად მოვაგვარებთ._ჩუმად გადმომჩურჩულა ბატონმა დანმა და მის გვერდით, ფანჯრის მხარეს მოკალათებული გაკრეჭილი მატეოს ყურადღების გადასატანად ბავშვის თავი ჩვენიდან ფანჯრისკენ თოჯინასავით მიატრიალებინა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now