თავი 14

79 10 29
                                    

მდიდრული ცხოვრება.

დილაადრიან, ოქრო-ვერცხლით მოკაზმული საზოგადოების, ცოცხალი კამერული ორკესტრისა და ძვირადღირებული ვისკის სუნის შეგრძნების შემდეგ, ეს ორი სიტყვა სწორედ ის იყო, რაც აქაურობას ეკადრებოდა.

ჩემი სამყაროსგან განსხვავებით, აქ მოსულს წყალში შესაძლოა მთელი ჩემი ერთი წლის ხელფასის რაოდენობა გადაეხადა და გონებაში არც კი გაევლო, რომ სადღაც ვიღაცას მისი ერთი გროშით შესაძლოა სიცოცხლე წლობით გაეგრძელებინა.

რიუსთან გატარებული დღე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მღლიდა.

იქნებ ჩემი ოცნებები სწორედ ამიტომ ჩაიძირა ასე უიმედოდ? იქნებ ის ადამიანი არ ვიყავი ვინც შეძლებული ადამიანის ტყავში გაძლებდა?

დანიშნულ შეხვედრაზე ჩემ გასაკვირად ბატონ დეივს ვერ მივასწარით.

როგორც ჩანს, ესეც მდიდარი და ამაყი ხალხის ერთ-ერთი ძირითადი ჩვევა იყო. დაენახებინათ თუ რამდენად წუხდებოდა შენთვის.

ორმოცდაათ წლამდე ასაკის ცნობილ ნეიროქირურგთან, ჩემი დის მდგომარეობის ზედმიწევნით ახსნის შემდეგ მკურნალობის დაწყების თარიღი და ახალი წამლების რეცეპტები მივიღე.

რიუსთან და დეივთან გატარებული რამოდენიმე საათის შემდგომ, ჩემი მატეოსთან დაბრუნების დრო კარზე მომადგა.

მდიდარი ადამიანების ცხოვრებაში შემოჭრილი სკამზე ადგის ვეღარ ვპოულობდი.

ძველი ნაცნობობის გასახსენებლად რიუსა და ექიმს შორის გაბმული დიალოგი კი არადაარ მთავრდებოდა.

მატეოს ვჭირდებოდი!

მამისგან ისედაც გულდაწყვეტილს ჩემგანაც უარყოფა რომ მიეღო ეს უფრო მეტად ატკენდა. მე კი არ მინდოდა მისი კიდევ ერთი ცრემლის მიზეზი გავმხარიყავი.

-სადმე გეჩქარებათ ქალბატონო გრეის?_ჩემი ცქმუტვით შეწუხებულმა დეივმა მას შემდეგ გამომხედა, რაც შენიშნა გვერდით მჯდომ დანს უიმედოდ წასვლას, როგორ ვთხოვდი.

 შეინახე დანის საიდუმლოOn viuen les histories. Descobreix ara