თავი 38

88 10 45
                                    

დიდი სპექტაკლი ბავშვთა დაცვის აგენტთან საგულდაგულო გამომშვიობების შემდეგ, კარის დახურვით დავასრულეთ.

გამოჭერის შიშით გატარებული ერთი საათი ორივე ჩვენგანისთვის საუკუნოვან ტანჯვას უტოლდებოდა და ამის თქმა კარზე აყუდებული რიუს შვება მოგვრილი სახიდანაც შემეძლო.

-სულ აი ამდენი დაგვაკლდა. _თავის დაძვრენით გაოცებულმა რიუმ ცერა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს სულ ოდნავ დააშორა და უნებურად ჩემთან ერთად ახარხარდა.

არ ვიცი კრიმინალში პარტნიორებად, როდის ვიქეცით, მაგრამ ეს ყველაზე დიდ რისკებთან ერთად ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო.

მის გვერდით მსგავსი საფრთხის შემცველი საქმეც კი საინტერესო თავგადასავალს ჰგავდა.

ჯერ ისევ როლში შეჭრილმა კარს აკრულ მომცინარ დანს მკერდზე, სიცილისგან დაკარგული წონასწორობის შესაკავებლად მივეყრდენი და სიცილი მაშინვე შევწყვიტე, როგორც კი გრძელმა თითებმა წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია.

იმ წამს ფერმკლთალ სახეზე გადაკრული სუსტი ღიმილი ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე კომფორტულ ადგილად იქცა. ქარვისფერ თვალებში ჩამდგარი ნაპერწკლები ჩემი პირადი ზღაპარი იყო. ის თუ მათში ყურება, რამდენად ძლიერ ცდილობდა ჩემთვის დაეჯერებინა, მისი ღალატი ჩვენ შორის დაწყებულთან კარვშირში არ იყო საშიშიც კი იყო.

მასთან ერთად თამაში, როგორი კომფორტულიც არ უნდა ყოფილიყო, არ შემეძლო თავი ახალი ფუჭი იმედებით კიდევ გამომეტენა და საბოლოოდ იმაზე დიდი გულისტკენა მიმეღო, რომელიც აქამდე განმეცადა.

მისი დაკვირვებითა და საკუთარ თავთან ბჭობით გართულმა თბილი ხელისგულის შეხება ამჯერად ლოყაზე ვიგრძენი.

იმ წუთს ასე პირველად შემეშინდა. გრძნობები, რომლებიც უბრალო შეხებამ მომიტანა კარგი არაფრის მომასწავლებელი იყო. მსგავსი სიმძაფრით ეს შეგრძნება ჩემი პირველი ურთიერთობის დასაწყისშიც კი არ მიგრძვნია.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now