თავი 9

90 14 32
                                    

-არ მომიყვები რატომ გამოიქეცი?_ძველი სახლის ახლობლად პატარა პარკში, ხის სკამზე ჩამოჯდომის თანავე ვიკითხე და მაღაზიაში ნაყიდი იოგურტის გახსნაში მატეოს უსიტყვოდ დავეხმარე.

-მამამ კიდევ რამე გაწყენინა?_პასუხის ლოდინისგან მოთმინება დაკარგულმა მორიგი კითხვა დავსვი და სუნთქვაშეკრულმა იმის ცდა დავიწყე, როდის შეწყვეტდა მატეო იოგურტის დალევას და პასუხის დაბრუნებას.

-არა გრეის. მამას არაფერი დაუშავებია. უბრალოდ მომენატრე. თან მინდოდა შენთვის ახალი ამბავი მეთქვა._მის სახეზე ათამაშებულმა ღიმილმა შინაგანი ფორიაქი დამიხშო. 

კარგად იყო. მისი ჩემთან მოსვლის მიზეზი ამჯერად არაფერ ცუდს არ უკავშირდებოდა.

-ახალი ამბავი?_დამშვიდებულმა ღიმილით ვიკითხე და მატეოს ხორბლისფერ თმას ხელი გადავუსვი.

გრძელი ორი კვირის შემდეგ მისი  კიდევ ერთხელ ნახვა ძველებურად შვებისმომგვრელი იყო.

-უკვე სკოლაში დავდივარ._თავმომწონედ გამიღიმა და ზურგზე მოკიდებული ჩანთა კალთაში ჩაიდო.

-შეხედე ეს ჩემი მოსწავლის ბარათია. ფოტოც გადამიღეს და ახალი მეგობრებიც გავიჩინე. ნიკოლი და ვინი. მათთან ერთად ფეხბურთი პირველად ვითამაშე და კარგი თამაშის გამო სკოლის გუნდშიც ამიყვანეს. მწვრთნელი ძალიან კარგი მასწავლებელია. გუშინ მითხრა რომ თუ მოვინდომებდი ერთ კვირაში სეზონის მეოთხე თამაშში მონაწილეობას მიმაღებინებდა.

მატეოს აღტაცებულ საუბარს დამუნჯებული ვუსმენდი და მის თითოეულ სიტყვაში გაჟღენთილ ბედნიერებას მთელი ჩემი არსებით ვისრუტავდი.

ამჯერად ბედნიერი იყო.

იმ ბავშვებს გავდა, რომელთაც დაუსრულებელი პრობლემების არსებობა არც კი ახსოვდათ.

ბედნიერი იყო.

არა მამამისთან, მაგრამ მაინც ბედნიერი და ლაღი იყო. ეს კი ყველაზე მეტად მახარებდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now