თავი 18

82 9 62
                                    

-რიუ, აქ რას აკეთებ?_მისი არასწორ ადგილზე დანახვით გაოცებულმა რიუს მაშინვე შევუბღვირე, როგორც კი უეცარი სტუმრის გასამასპინძლებლად დედა სამზარეულოში გაიქცა.

-ბატონო რიუ, გრეის. ბატონი რიუ. ჯერ შეაღამე არ დამდგარა._თავდაჯერებულმა  დანმა ყველასგან შეუმჩნევლად ყურში გადმომჩურჩულა, მაცდურად გამიღიმა და გვერდი ისე გამიარა თითქოს ჩემი იქ ყოფნა არც შეემჩნია.

-თქვენ ალბათ ქეითი ხართ არა?_მისმა მოურიდებელმა შეკითხვამ სხეული დამიძაბა.

იმ ტყუილების სიაზე არ მომიყოლია, რომელიც მასთან საქმის დაჭერის შემდეგ ვთქვი.

ერთ ზედმეტ გაუაზრებელ სიტყვასაც კი შეეძლო დედის ან დის გულის გაჩერება.

-ქეითისთვის უცხო ადამიანებთან კონტაქტი სასარგებლო არ არის ბატონო რიუ._ქეითის რიუსგან დასაშორებლად, დის ეტლს უკითხავად დავწვდი და რიუსთან დისტანციის გასაზრდელად უკან გავაგორე.

ჩემი მყისიერი რეაქციით დაბნეულმა რიუმ და გაოცებულმა დამ ერთდროულად გამომხედეს, მაგრამ საჭირო დრო მაინც მოვძებნე, რომ რიუსთვის ჩუმად ყოფნა მეთხოვა.

-გრეის რას აკეთებ?-ჩემი ქმედებით შერცხვენილმა ქეითმა პატარა ბავშვივით დამტუქსა და რიუს ხელი ჩემი წინააღდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოართვა.

-ცუდად არ გამიგოთ ბატონო რიუ.  ჩემი მეგობრის დახმარებით ქეითი ახალ თერაპიებს მომდევნო კვირიდან იწყებს. ექიმმა კი გამაფრთხილა მისი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო.

მისთვის მინიშნებებით სიტუაციის ახსნის შემდეგ, რიუს წარბები მუდარის ნიშნად საწყლად ავუწიე, მაგრამ მისი დამშვიდების ნაცვლად კმაყოფილი ღიმილი მივიღე.

-საინტერესოა. თქვენ მეგობარს რა ჰქვია ქალბატონო გრეის? დარწმუნებული ხართ რომ სანდო ექიმს იცნობს? თავის ქება არ მინდა, მაგრამ ჩემი კომპანია უკვე დიდი ხანია ქველმოქმედებას ეწევა და უიმედო პაციენტებს ახალ იმედებს აძლევს. დარწმუნებული ხართ რომ თქვენმა მეგობარმა სანდო ექიმთან მიგიყვანათ? შემიძლია თქვენი შემოწმება ჩემ ნაცნობ ნეიროქირურგს ვთხოვო. ახალი მეთოდების წყალობით უამრავ ადამიანს ხელახლა გავლის საშუალება მისცა._ჩემ გასაღიზიანებლად წამოწყებულმა თამაშმა მოსვენება დამიკარგა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now