თავი 23

80 9 35
                                    

-გრეის, გაიღვიძე დაგვაგვიანდება!_მუცელზე კნუტივით ამოცოცებული მატეოს ძახილმა კიდევ ერთხელ ჩემი დაუსრულებელი საფიქრალით სავსე გარემოში გამომაღვიძა.

წინა დღით რიუსთან კამათისა და მის დატოვებამდე მოსმენილი სიტყვების წყალობით მხოლოდ რამოდენიმე საათი მეძინა.

ნატალის ძველ ლოგინში მოხერხებულად ჩაწოლილმა მატეოს მსუბუქად გავუღიმე და ჭერს ისე ავხედე, თითქოს იქ ჩემ სხეულში დაგუბებული სიმძიმის მიზეზის ამოკითხვას შევძლებდი.

რიუს ჩემდამი დამოკიდებულების ნამდვილი მიზეზი გულს მწყვეტდა და ამის მიზეზს ვერც ვიაზრბდი.

რატომ მადარდებდა ის თუ რა მიზეზით დამეხმარებოდა რიუ?

მე მხოლოდ მისი შვილის მოვლა მევალებოდა. მისი არც მეგობარი და არც რაიმე მეტი ვიყავი.

-გრეის, კარგად ხარ?_ჩემი ყურებით დაბნეულმა მატეომ ჩუმად ამოიბუტბუტა და პატარა თითები თვალებთან გადამატარა.

-ისე რატომ გამოიყურები, თითქოს მთელი ღამე არ გეძინა? მამამ გაწყენინა?_დანანებით ჩაილაპარაკა პატარა მეგობარმა და ამჯერედ ჩემზე ამოცოცებული გასამხნევებლად მთელი ძალით ჩამეხუტა.

-ყველაფერი კარგადაა პატარა ონავარო._მის დასამშვიდებლად დავიჩურჩულე და გულში მეც ძლიერად ჩავიკარი.

ჩემი საქმე არ უნდა ყოფილიყო რიუს გონებაში რა ან რატომ გაუვლიდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება ჩემ სასიკეთოდ მოქმედებდა.

გულს რა მწყვეტდა?

ის რომ რეალურად ჩემ ნამუშევრებს არ აფასებდა, თუ ის რომ თითოეული მისი ჩემდამი ჩადენილი ქმედება ჩემთვის განკუთვნილი არ იყო?

მატეოსთან ერთად გამზადების შემდეგ, მისი საუზმისთვის სამზარეულოში გაუბედავად შევედი.

ახალი კვირის, ახალ სატკივართან ერთად დაწყება, ამჯერად უფრო მეტად მიჭირდა.

 შეინახე დანის საიდუმლოTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang