თავი 28

88 10 55
                                    

ჩემი და მატეოს წინ ასვეტილი, დაახლოებით სამოც წლამდე ქალის გაოგნებულ გამომეტყველებას დამუნჯებული ისე შევყურებდი, თითქოს ვინმეს დიდ ტყუილში გამოვეჭირე.

შვილიშვილის მოულოდნელ ადგილზე დანახვით გაოცებული ნორა დანი, ჩემი დუმილით მეტად ღიზიანდებოდა, როდესაც მატეოს გალერეაში დანახვის მიზეზს ვერ იღებდა.

-ქალბატონო გრეის! ბოლოჯერ გეკითხებით. რას აკეთებს აქ ჩემი შვილიშვილი?_ხმა გამკაცრებულმა ქალმა წვრილი მუქად შეღებილი წარბები ზევით აზიდა და გარემო ქურდულად შეათვალიერა.

-აქ ჩემთან ერთადაა ქალბატონო დან. ნუ იღელვებთ. მე და რიუმ ყველაფერი წინასწარ გავთვალეთ, რომ...

-რიუმ?_ჩემი უშუალო მიმართვით შეურაცხყოფილმა ქერა ქალმა ისე ამათვალიერა, თითქოს მისთვის საჯაროდ თავს ლაფი დამესხა.

-დიახ ქალბატონო ნორა. მე და რიუ ვმეგობრობთ. გარდა ამისა აქ ჩემი პირველი გამოფენის წარსადგენად ვარ. მატეოს მარტო ვერ დავტოვებდი, მაგრამ ნუ იღელვებთ. საფრთხეს არ შევქმნით. მატეო აქ ჩემი ვაჟის სახელითაა. _ქალის კეთილგანწყობის მოპოვება უიმედოდ ვცადე, მაგრამ რატომღაც  ჩემი მცდელობა წინასგან არაფრით გამოირჩეოდა.

-ახალბედა ხელოვანი შენ ხარ? გამოდის ჩემ შვილს შენი პირადი წარმატებებისთვის იყენებ?_ახალი ბრალდების მოსმენამ სახე ამილეწა.

ახლა ნამდვილად შემეძლო დამესკვნა რიუს უარყოფით საქციელებს გავლენა ვისგან იყო.

შეურაცხყოფილს ის იყო ჩემი ზრდილობა სანაგვეზე უნდა მომესროლა და ამპარტავანი ქალბატონისთვის საკადრისი პასუხი უნდა გამეცა, როდესაც არსაიდან გამოჩენილი რიუ ჩვენ შორის ჩადგა და დედის გასაყვანად მის მაჯას მოურიდებლად ჩაებღაუჭა.

-დედა გაჩერდი. ყურადღებას იქცევ და საფრთხეში სხვებსაც აგდებ._მის გასაგონად დაიჩურჩულა ბატონმა დანმა და მისკენ მიმართულ კამერებს გამოცდილი მსახიობივით გაუღიმა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now