თავი 49

96 7 13
                                    

რიუ დანი

სრულ კატასტროფაში აღმოვჩნდი.

ბოლო დღეების სიმშვიდითა და დეტექტივის დამაიმედებელი ინფორმაციით შვება მოგვრილმა მხოლოდ ერთი წამით გავიფიქრე კარგ დასასრულზე და სწორედ მაშინ ჩამომექცა სამყარო თავზე.

მთელი უბედურება იმ წუთიდან დაიწყო, როდესაც გრეისის დედასთან მიმავალ გზაზე ორიენტირებული, ტელეფონის გამაყრუებელმა სიგნალმა ყურადღება გამიფანტა.

რაფაელის ზარი უჩვეულოდ მძიმე შეგრძნებებით მავსებდა.

არ ვიცი ეს ჩემში არსებული მშობლის ინსტიქტის ბრალი იყო, თუ შეჩვეული უბედურებების, მაგრამ რაფაელის ზარს უკვე ანერვიულებულმა ვუპასუხე.

-რიუ, რიუ სად ხარ? გრეისი შენთანაა? დაიანმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კომპანია სრულ ქაოსშია. შიგნით თანამშრომლები არ მასვენებენ, გარეთ კი ჟურნალისტებს ყველა გასასვლელი გადაკეტილი აქვთ. არ ვიცი რა ვქნა.-რაფაელის პანიკამ გონება დამიბინდა.

ჯერ ისიც კი არ ვიცოდი დაიანმა რა გააფუჭა, მაგრამ არსებული სიტუაციით ვგრძნობდი რაღაც მასიურად დიდის წინაშე ვიდექი.

-რაფაელ დამშვიდდი და სიტუაცია ნორმალურად ამიხსენი. გრეისი დედამისთან წავიდა და ახლა მეც იქით მივდივარ. დაიანმა რა ჩაიდინა ან მატეო სადაა?_კითხვებით გონება გამოჭედილმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი ერთიანად ვიკითხე და მანქანაში ხმამაღალზე ჩართული ყურმილიდან რაფაელის პასუხს მოუთმენლად დავუწყე ცდა.

-ყველაფერი საჯაროდ აღიარა რიუ.  თქვენ შესახებ მოყვა. გრეისი დაადანაშაულა და მატეო..._ყურმილს მიღმა გაურკვეველი ჩოჩქოლისა და შეძახილების ხმამ რაფაელი ნაადრევად დაამუნჯა.

-ღმერთო ჩემო არა, არა, არა. ეს სრული სიგიჟეა! რიუ თქვენი ამბავი დღის სენსაციად იქცა. ახლახანს ტელევიზით გრეისი და მატეოს სკოლა აჩვენეს. გრეისი დედამისის სახლთან გამოიჭირეს, მაგრამ არ ვიცი მატეოს გამოჭერა უკვე მოახერხეს თუ არა. რიუ მე ვერ მივასწრებ! აქ სერიოზული ბარიერია. ბავშვთან უნდა წახვიდე სანამ უარესი მომხდარა!_სიტუაციით შეშინებოლმა ხმას უნებურად აუწია და ნერვიულობისგან მთლიანად ამაცახცახა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 24, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now