თავი 45

121 10 16
                                    

თუ ჩვენ ცხოვრებას რაიმე საგანს შევადარებდი, ეს დაუსრულებამდე მიყვანილი პაზლი იქნებოდა.

რიუს და მატეოს ცხოვრებას იდეალურად ქცევამდე სწორედ ერთი დეტალი ეკლდათ. მე მათი ცხოვრების შესავსებად ბევრი დავთმე. პაზლის უკანასკნელ ნაწილში მოსარგებად ბევრი რამ მოვიკვეთე. ბევრი რამ შევცვალე, რომ მათ ცხოვრებაში გავრეულიყავი და იდეალურად მექცია, მაგრამ შედეგი მაინც ერთი მივიღე.

მე სრულიად სხვა სამყაროს ნაწილი ვიყავი. დაკარგულ დეტალს, უამრავი მცდელობის მიუხედავად ისე იდეალურად ვერ ვავსებდი, როგორც მათთვის განკუთვნილი დეტალი.

ვცდილობდი, მაგრამ ახლა ჩემ ცდასაც მოჰღებოდა ბოლო. დაკარგული დეტალი მის ადგილას დასაბრუნებლად მზად იყო, მე კი პატარა ნაფლეთად ქცეულს აღარც სხვისი ადგილის დაკავება და აღარც ჩემ სამყაროში დაბრუნება აღარ შემეძლო.

-მე წავალ, მატეოს დავაძინებ._დაკარგვის შიშით შეპყრობილმა ჩუმად ამოვილუღლუღე და რიუს უარყოფისგან მიღებული სიცივის ჩასაყლაპად ჩემი ყურადღება მთლიანად მატეოსკენ მივმართე.

ვგრძნობდი ორ წყვილ თვალს. ისინი იმ წუთს ჩემ წინაშე იმდენად გაზრდილიყვნენ თავს ჭიანჭველად ვგრძნობდი.

ვინ ვიყავი ამ სიტუაციაში?

რიუს ცოლი?

მატეოს დედა?

თუ ქალი, რომელიც მათი შვილის გაზრდასა და გაბედნიერებაზე უიმეოდ ოცნებობდა?

-დედა შეიძლება ბენმა ჩემ ლოგინში დაიძინოს?_ლეკვთან ერთად სირბილით გართულმა მატეომ უდარდელად ამომხედა და უცნობ ფიგურას მხოლოდ ჩემი წაშლილი გამომეტყველების შემჩნევის შემდეგ გახედა.

-შენ ხომ... იმ სურათში და ვიდეოში...

-მატეო ძილის დროა. მოდი შენ ოთახში წავიდეთ და ვნახოთ ბენი სად დაიძინებს._ჩაფიქრებულ მატეოს უფლება ვერ მივეცი სიტყვები ბოლომდე დაესრულებინა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now