თავი 27

78 10 40
                                    

ბოლო გადაღებები რიუს გარეშე გადავაგორე.

ყალიბის გახსნისა და თაბაშირის ფიგურის გახსნის შემდეგ, გადამღები ჯგუფის ოვაციები ჩემთვის იმედისმომცემი ნაბიჯი იყო.

უბრალო თეთრი ფიგურის დანახვისას გამოწვეული რეაქციები ნამდვილად არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც თაბაშირის ფიგურას საყვარელი ტექნიკით მეტალის ეფექტი მივეცი.

ნამუშევრის საბოლოო სახემდე მიყვანის შემდეგ, გადამღები ჯგუფი სახელოსნოდან მადლიერმა   გავაცილე და რიუს სკულპტურას ამაყად შევხედე.

დროს ჩემი შესაძლებლობები ნამდვილად დაენდო, რადგან წლების შემდეგ საჭირო ვიზუალის შექმნა მაინც შემეძლო.

სკულპტურის სქელი თეთრი ნაჭრით დაფარვის შემდეგ, მატეოს სკოლიდან წამოსაყვანად ნაცნობ გზას დავადექი.

ჰაერში გაპარული ნაადრევად აყვავებული ხეების ნაზი სურნელი უკვე თავის შეხსენებას იწყებდა და კარგად დაწყბული დღის გაგრძელების ძალებს მაძლევდა.

-გრეის!_მატეოს შემოგეგებამ ღიმილი კიდევ ერთხელ მომგვარა და პატარა მეგობრის მიმართ მეტი სიყვარულით ამავსო.

-გრეის დილით ვერსად გიპოვე. შემაშინე, მეგონა მარტო დამტოვე, მაგრამ შემდეგ მამამ მითხრა რომ გიპოვიდა და როგორც ჩანს გიპოვა._ეშმაკურად ჩაიხითხითა მატეომ და წელზე მთელი ძალით მომეხვია.

-მაპატიე რომ შეგაშინე. დღეს მუშაობა დავასრულე და ამიერიდან ისევ მხოლოდ შენი გრეისი ვიქნები._ბავშვის დასაიმედებლად მაშინვე მივმართე მატეოს და მისი გაოცებული სახის დანახვისას ღიმილი ნამდვილად ვეღარ დავმალე.

-ჩემი და მამას გრეისი._გამოტანილი შინაარსის შემდეგ მხოლოდ ერთი სიტყვა შემისწორა მატეომ და სასაცილოდ გამეკრიჭა.

მისი მორიგი მცდელობით გახალისებულს ის იყო, მატეოსთვის კიდევ ერთხელ უნდა შემეხსენებინა რომ რიუსთან არაფერი მქონდა, რომ ტელეფონის ზარმა საუბარი შემაჩერა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now