თავი 20

74 9 56
                                    

"რიუ, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. მატეო... არ ვიცი ეს დღევანდელი შემთხვევის ბრალია, თუ არა, მაგრამ სკოლაში უნდა მოხვიდე, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!"

დრამატული ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მატეოს ბოლო ვარჯიშს თვალის დევნება კმაყოფილმა დავიწყე.

დარწმუნებული ვიყავი დღევანდელი ინციდენტით ისედაც შეშინებული რიუს გონებაში უამრავი მცდარი სცენარი დაიწერებოდა და მალევე აქ გაჩნდებოდა.

თამაშის დაწყებამდე დრო შესამჩნევად იწელებოდა. ღია მოედნის გარშემო ორი სკოლის წარმომადგენელი ბავშვების მშობლები იყრიდნენ თავს. მოსვენება დაკარგული ბავშვები ადგილზე ცქმუტავნენ და თამაშის დაწყებას მოუთმენლად უცდიდნენ.

პირველი საპასუხისმგებლო თამაშითა და მამის არყოფნით ანერვიულებული მატეო თანატოლებისგან განსხვავებით ბალახზე ფეხებ შემოკეცილი იჯდა და მშობლებთან თამაშით გართულ ბავშვებს სინანულით სავსე თვალებით უყურებდა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა მატეოსთან მშობლის როლს რამდენად კარგარგად მოვირგებდი. მის ცხოვრებაში მაინც არსებობდა მომენტები, რომლებიც თავს მარტოდ აგრძნობინებდა.

ბალახზე ჩამომჯდარი პატარა მებრძოლი, ახლაც სწორედ მსგავს სირთულეს ეჭიდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემი გვერდში დგომა ეიმედებოდა, ეს საკმარისი მაინც არ იყო. გვერდით მამა სჭირდებოდა. ის კაცი, რომელიც აგრძნობინებდა რომ მატეოც თანატოლების მსგავსი, ლაღი ბავშვი იყო.

მსაჯის სასტვენის გამაყრუებელმა წრიპინმა თამაშის დაწყება საბოლოოდ გამოაცხადა და მატეოც მძიმე ფიქრებს მოწყვიტა.

კუთვნილი ადგილის დაკავების შემდეგ, ის იყო მატეოს გასამხნევებელი შეძახილი უნდა წამომეძახა, როდესაც ზურგიდან ძლიერი სხეული ჯიბის ქურდივით დამწვდა და მისკენ უხეშად მიმაბრუნა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now