თავი 12

80 9 28
                                    

რიუსგან განადგურებული მატეოს დასამშვიდებლად საათზე მეტი დამჭირდა.

მამისგან განადგურებული ბავშვის ლოგინზე ფრთხილად გადაწვენისა და მის ხორბლისფერ თმაზე თამაშის შემდეგ, ცხოვრებისგან ნაადრევად განადგურებულ ბიჭუნას მშვიდად ჩაეძინა.

თავს ვერ ვპატიობდი მწარე ცრემლებისგან დასიებულ პატარა, ნაადრევად დაღლილი თვალების დანახვას.

ვერ ვიჯერებდი, რომ მის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში წვლილი მეც შეტანილი მქონდა.

სულელი და ეგოისტი ვიყავი, მისთვის ღირებულ ადამიანად ქცევა ისე მინდოდა ვერ გავიაზრე, რა შეიძლება ჩემ ქმედებებს მოჰყოლოდა.

ჩემმა საწყალმა მცდელობამ, მატეო გამებედნიერებინა, მხოლოდ ორ წუთს გასტანა, შემდეგ კი ბავშვი ახალ ტრაგედიში ჩაძირა.

მისი ტკივილის შეგრძნებით დაუძლურებული, მატეოს ლოგინიდან მაშინღა წამოვდექი, როდესაც დავრწმუნდი ტირილისგან დაღლილს მშვიდად ეძინა.

ჯერ კიდევ იატაკზე მიმოფანტული ნამტვრევები ხელით სათითაოდ წამოვკრიფე და მატეოს ოთახიდან გავიტანე.

მატეო ჯერ კიდევ იმ ასაკში იყო, როდესაც ეგონა ძილით ყოველ ახალ პრობლემას უკან მოიტოვებდა. აღარ მინდოდა გამოღვიძებისას ისევ იმედი გაცრუებოდა.

მისი ოთახის დატოვებისა და ცარიელ, გაციებულ სამზარეულოში მოგროვებული ნამტვრევების გადაყრის შემდეგ, რიუს ოთახისკენ იმ ბრაზის ამოსანთხევად წავედი, რომლის ჩუმად ატანის შემთხვევაში ჭკუიდან შევიშლებოდი.

მატეო მისი შვილი იყო! უფლება არ ჰქონდა ბავშვი ასე დაესტრესა და გაენადგურებინა!

დილით გაცნობილი მოახლეების მითითებისამებრ, მეორე სართულზე ამავალი კიბეები სწრაფად ავიარე და რიუს ოდნავ შეღებულ კართან შევჩერდი.

-დაიან, დაიან, დაიან... შენ მოვალეობას მაინც გაექეცი, არა? გეხვეწებოდი, გთხოვდი, ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ არაფერი... _კარის პატარა ღრიჭოდანაც კი ვხედავდი რიუს იმედგაცრუებულ სახეს, რომელიც მის ტუმბოზე მოქცეულ სურათს უყურებდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now