თავი 24

86 11 57
                                    

ძველი ჯინსის კომბინიზონის მორგებისა და გადასაღებ მოედანზე შეშინებული ბავშვივით დაბრუნების შემდეგ, კამერებს მიღმა წუთით შევჩერდი.

მითითებისამებრ პერსონალს რკინის ღერძის აწყობა ისე დაეწყოთ, თითქოს ნამდვილად ცნობილი ხელოვანი ვყოფილიყავი.

რკალად ჩამწკრივებული კამერების მთავარ ობიექტში რიუ განკუთვნილ ადგილზე ჯერ ისევ მისი თეთრი მაისუთით იჯდა, ხელში კი შავი ატლასის სახვევს ათამაშებდა.

ზუსტად სამი კვირის წინ ბატონი დანი ჩემთვის მხოლოდ ტელევიზორებისა და სიახლეების გარეკანზე დაბეჭდილი წარმატებული ბიზნესმენი იყო, ახლა კი მის წინ ვიდექი და თავს ვამზადებდი თვალებ ახვეულს მისი სხეული შეხებით დაწვრილებით შემესწავლა.

-დროს ვკარგავთ ქალბატონო გრეის. ადგილი დაიკავეთ._ჩემი ყოყმანით შეწუხებულმა რეჟისორმა ხმამაღლა ამოიოხრა და რიუსთან ისე შემაგდო, წამით თავი ლომებთან მებრძოლი გლადიატორი მეგონა.

-მიდი გრეის. ყოყმანს მოეშვი და მოემზადე._ჩემთან მოსულმა რიუმ ჩუმად გადმომჩურჩულა და მისი მაისურის ბოლოებს ზედმეტი ფიქრის გარეშე დასწვდა.

-მოიცადე, აქ გაიყინებით ბატონო რიუ. იქნებ ჯერ გათბობა დაგვემონტაჟებინა? როდესაც კოლეჯში მოდელს ვიყენებდით ჩვენ აუცილებლად...

საუბარი სუნთქვასთან ერთად გაუაზრებლად შევწყვიტე, როდესაც ჩემი გადაღების გადადების მცდელობა, რიუმ მისი მაისურის სხეულიდან წამიერი მოშორებით გამაწყვეტინა.

არ შევმცდარვარ. მისი სხეული ნამდვილად ხელოვნების ნიმუში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი აღნაგობა აქამდეც შემჩნეული მქონდა, ზედმეტი ქსოვილის გარეშე ფართე მხრებისა და იდეალურად გამოყვანილი წელის დანახვა ბატონ დანს ნამდვილ ბერძნულ ღვთაებად აქცევდა.

-მეჩვენება თუ სიტუაციიდან გაქცევას ცდილობ? რა დაემართა იმ გრეისს, რომლისთვისაც მხოლოდ მანეკენი უნდა ვყოფილიყავი?_მაცდურად გადმომჩურჩულა რიუმ და შევნიშნე  ამაყად, როგორ ჩაიღიმა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now