თავი 5

93 14 11
                                    

-ნათანიელ, ნუთუ ეს შენ ხარ?_მორიგი შემთხვევითობით გაოცებულმა მისი გრძელი სახელი შეგნებულად წარმოვთქვი და ძველებური შეწუხებული სახის დანახვით გახალისებულმა გავიცინე.

სკოლის ტკბილ პერიოდში მისი სრული სახელისადმი დამოკიდწბულება მუდამ მახალისებდა. სწორედ ასე ვაბრაზებდი, როდესაც სკოლაში ჩემზე მეტს მიაღწევდა ხოლმე.

-ოჰ, გრეის დრო ნამდვილად არ ცვლის ადამიანს. -დანებებულმა მომხიბვლელად ჩაიცინა და მატეოს ამჯერად მოურიდებლად დახედა.

-ეს შენი შვილია?- ყოყმანის შემდეგ იკითხა და ჩემ ფეხს ამოფარებულ მატეოს ღიმილით დახედა.

მიღებულმა შეკითხვამ პირველად დამაფიქრა. მოცემულ სიტუაციაში გონებაში მხოლოდ ორი არჩევანი მიტივტივებდა.

პირველი, შემეძლო მისთვის მატეოს შესახებ სიმართლე მეამბო და მათი უცნაური ოჯახის საიდუმლო გამეთქვა , ან მეორე შეკითხვას დავთანხმებოდი და ბავშვი ზედმეტი სტრესისგან დამეცვა.

წესით ორი ვარიანტიდან ჩემთვის საზიანო არცერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შიგნეულობა უფლებას მაინც არ მაძლევდა მატეოს და მამამისის საიდუმლო გამეთქვა.

-ასეა, ის ჩემი მატეო.-გვერდით ამომდგარ ბავშვს ხელი მხარზე დავადე და ძალით გავიღიმე.

-წარმოუდგენელია დრო მართლა მალე გავიდა. -ჯერ კუდევ უეცარი შეხვედრით გაოგნებულმა ამოიოხრა.

-მამამისი...
-მასზე საუბარი არ მინდა. ხომ იცი, ცხოვრებისეული შეცდომები. -მორიგ შეკითხვაზე თავის ასარიდებლად მოგონილმა უეცარმა სიტყვებმა ნამდვილად უარესისგან მიხსნა.

-ოჰ, ნამდვილად მესმის. იგივე დღეში ვარ.-უკმაყოფილოდ ამოიოხრა და მანქანისკენ მანიშნა.

ცნობისმოყვარე, თმა აწეწილი ბაღის ასაკის შავგვრემანი გოგოს დანახვამ ნამდვილად გამაოცა.

ნათანი სკოლაში მუდამ ის წარმატებისთვის მებრძოლი ბიჭი იყო, რომელიც მეგონა მსგავს პასუხისმგებლობას კარიერულ მწვერვალებამდე მისვლამდე არ აიღებდა.

 შეინახე დანის საიდუმლოOnde as histórias ganham vida. Descobre agora