თავი 10

76 11 24
                                    

თავი ახალ საფიქრალში ჩავიგდე.

რიუს დამაიმედებელ შემოთავაზებაზე პასუხის მოსაფიქრებლად დრო ერთი საღამო მქონდა.

"კარგად იფიქრე გრეის. თუ ხვალ ცხრა საათზე ჩემი სახლის კართან ვერ გნახავ შემოთავაზება გაუქმდება. ნუ ღელავ შენ დას დანის საქველმოქმედო ფონდის სიაში ჩავწერ და ადრეთუგვიან კომპანია დაეხმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში პირობას ვდებ ჩემ შვილს ვეღარასდროს ნახავ. გინდა დავიჯერო ჩემი შვილისადმი გულწრფელი გრძნობები? ხვალ ყველაფერს ზუსტად გავიგებ."

მისი დამაბნეველი სიტყვების წყალობით უკვე ტვინი მიდუღდა. რიუ დანი ჩემი თავის ტკივილი ისე გამხდარიყო, ვერც კი გამეაზრებინა.

"როგორ უნდა გავიგო, რომელ არჩევანს ჩათვლით ჩემ გულწრფელ ნაბიჯად?"

"პასუხი თავად მოიფიქრეთ ქალბატონო გრეის."

გაუგებრობით შეწუხებულმა პატარა ბავშვივით ამოვიოხრე და ფეხები გავაბაკუნე.

ქეითის ჯანმრთელობას სასწაულებრივად, ყოველშემთხვევაში მივიღებდი და ამის დიდი მადლიერიც ვიყავი, მაგრამ ვერ გამეგო.

არჩევანის გაკეთება მატეოს ძიძობასა და მის დავიწყებას შორის უნდა გამეკეთებინა.

ჩემი მისდამი გულწრფელი გრძნობების დასამტკიცებლად, რომელი უნდა ამერჩია?

მატეოს ძიძობაზე დათანხმება ერთი შეხედვით კარგი საქციელი იყო. მარტოობით დატანჯული ბავშვის გვერდით დგომა და მისთვის დედობის გაწევა ის იყო რაც მატეოს სჭირდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ მიღებულ სწრაფ დახმარებას, შესაძლოა რიუ მის მცდარ აზრებში დაერწმუნებინა. 

იმ შემთხვევაში თუ ხვალ დანების სახლს არ მივაკითხავდი, მატეოს ისევ მარტოობისთვის გავწირავდი. არ მეცოდინებოდა დროსთან ერთად რიუ მის მიმართ ლმობიერი გახდებოდა თუ არა, გადალახავდა თუ არა მარტოობის გრძნობას, იქნებოდა თუ არა ბედნიერი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ რიუ დანი ჩემი მოსყიდვის მცდელობებში თავს წაგებულად იგრძნობდა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now